Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.
Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
მარადიული რა არის,მიწა თუ ზეცის თავანი? ნეტავ იმქვეყნად გრძელდება კაცის თავგადასავალი?
ბევრი მოსულა ამ სოფლად, აღზევებულა მრავალი,მოკლეა წუთისოფელი,წამით წამამდე სავალი.
სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი,არ იშოვება წამალი, მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს ცაზე მზე ამომავალი. ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა ჩემთვის სამარის კარია, რაც უნდა ბევრი ვეცადო, დადგება ჩემი ჟამია, კაცს თავის ავლადიდება საიქიოში თან მიაქვს. მარადიული რა არის, მიწა თუ ზეცის თავანი? ბევრი მინახავს მოსული, წასული _ უფრო მრავალი, ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით, საიქიოსკენ სავალი, ყველა იმ გზაზე მივდივართ, მათხოვარიც და მთავარიც, სუყველას ზურგზე ჰკიდია
თავის თავგადასავალი, მარადიული ამქვეყნად მარტო უფალის გზა არის.
რასაც ამ საიტზე ხედავთ ყველაფერი არის ჩემს მიერ შედგენილი და მოპოვებული. მოგწონთ ჩემი საიტი? მაშინ შეგიძლიათ მსგავსი დიზაინის საიტები თქვენც შექმნათ ჩემი საიტის სახით და მსგავსი დეკორაციბით გააფორმოთ.